ექსტენციის თანამშრომლებმა წლიური ანგარიში წარადგინეს
28 დეკემბერი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აგრარული ექსტენციის თანამშრომლებს შეხვდა. ზაზა შავაძემ არსებულ გამოწვევებზე და ექსტენციის სერვისის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აგრარული ექსტენციის თანამშრომლებმა მინისტრს წარუდგინეს პრეზენტაცია 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ფერმერების შემოსავლების ზრდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ როლს თამაშობს სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია“- აღნიშნა შეხვედრისას მინისტრმა.
პროგრამის ფარგლებში, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით, ექსტენციის ქსელის უფასო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის მიმართულებით, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 4 500-მდე ფერმერს ჩაუტარდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა