აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მანდარინის მიღება აქტიურად მიმდინარეობს

15 დეკემბერი, 2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ- გადმამუშავებელ ქარხანაში მანდარინის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მანდარინის მიღების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, პირველ მოადგილესთან, არჩილ ბერიძესთაან ერთად ადგილზე გაეცნო.

საწარმო შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. დღეის მდგომარეობით ქარახანას უკვე მიღებული და გადამუშავებლი აქვს 1 500 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

კომპანია რომელიც 1კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს 20 თეთრად იბარებს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1კგ მანდარინზე 15 თეთრის სუბსიდიას გასცემს.

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარის დღეის მდგომარეობით, უკვე ექსპორტირებულია 6 500 ტონა სტანდარტული მანდარინი. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით მუშაობს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს 20-ზე მეტი საწარმო იბარებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

სოფლად მეწარმეობის განვითარება

ბმულები