აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

17 ნოემბერი, 2022

ქედის მუნიციპალიტეტში მორიგი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. 
მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით 2, 2 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო. 
პროექტის მიხედვით მოეწყო გაბიონის და ბეტონის კედლები, სანიაღვრე არხები, მილები და ზღუდარები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
რეაბილიტირებული გზით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, ტურისტებიც ისარგებლებენ. 
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 1 624 999 ლარი.
დასრულებული სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები