მინისტრებმა მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა
02 დეკემბერი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მალხაზ კენჭაძის ბაღში, მანდარინის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
ფერმერ მალხაზ კენჭაძეს 0,7 ჰა ფართობზე 700 ძირი მანდარინი აქვს გაშენებული. მიმდინარე წელს 10 ტონამდე მოსავალს ელოდება, როგორც ფერმერმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ციტრუსის სუბსიდირების პროგრამა კი, ფერმერებისთვის დიდი შეღავათია.
იხილეთ გალერეა