აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

01 დეკემბერი, 2022

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. IBTM World- ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ. ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ.

IBTM World არის წამყვანი გლობალური ღონისძიება შეხვედრების, ინსენტივების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გამოფენის პარალელურად ტარდება არაერთი პრეზენტაცია და წამახალისებელი აქტივობა ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაცნობად.

გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ ,,The Headquarters" წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE ტურიზმის მიმართულებით ამზადებენ სტატიებს. ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები