აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 460 სტუდენტი დაფინანსდება

30 ნოემბერი, 2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აფინანსებს რეგიონში მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას:

·         სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან;

·         სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო;

·         სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები;

·         სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე;

·         სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

·         სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურს 460 სტუდენტს დაუფინანსებს.

მათ შორის: 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებულ 387 სტუდენტს, რომლებსაც (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გადალახეს პროგრამით გათვალისწინებული ბარიერი: საშუალო აკადემიური მოსწრება - 71% და მეტი და არ ჰქონდათ საგნის თავიდან გავლა - F შეფასება)  გაუგრძელდათ დაფინანსება და აგვისტოში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 73 სტუდენტს.



იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები