აჭარის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
02 ნოემბერი, 2022
მთელი ღამის განმავლობაში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეც. ტექნიკა ყველა მუნიციპალიტეტში დამეწყრილი გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდა.
ძირითად მიმართულებებზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა ეტაპობრივად განხორციელდება.
საავტომობილო მოძრაობა არცერთი მიმართულებით შეზღუდული არ არის.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილესთან, სპეციალისტებთან და ქედის მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა