აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

08 ნოემბერი, 2022

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში აჭარის 39 სოფელსა და დაბებში დაგეგმილია:

წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა;

წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა;

წყალარინების ქსელის მშენებლობა;

წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა;

წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა;

მცირე და საშუალო ზომის სეპტიკური ავზების მშენებლობა;

წყლის სატუმბი სადგურების მშენებლობა;

საწყობების მშენებლობა;

ლაბორატორიების მოწყობა;

საერთაშორისო ტენდერის LOT-1 დაბებს, ხოლო LOT-2 სოფლებს მოიცავს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საერთაშორისო ტენდერი KfW- შესყიდვების სტანდარტების თანახმად გამოცხადდა.

ინფორმაცია გამოცხადებული ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3FW0936

https://bit.ly/3TrniOc

კონტრაქტორების შერჩევა ექვემდებარება დებულებებს, რომლებიც მოცემულიაპარტნიორ ქვეყნებთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების, სამუშაოების, მცენარეთა, საქონლისა და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებში“.

სამუშაოების კონტრაქტი FIDIC-ის რეგულაციების შესაბამისად განხორციელდება.

პროექტის ეკოლოგიური და სოციალური ზეგავლენიდან გამომდინარე, ტენდერის პრეტენდენტებმა ეკოლოგიური, სოციალური, ჯამრთელობისა და უსაფრთხოების ქმედითუნარიანობის და გამოცდილების განსაზღვული დონე უნდა წარმოადგინონ.

საერთაშორისო ტენდერის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელ.ფოსტიდან: info@awa.ge

 

 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები