ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
27 ოქტომბერი, 2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 3,85 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი სანიაღვრე არხებით, ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით.
პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 2 269 115 ლარი.
რეაბილიტირებული გზით 80-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
დასრულებული სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა