აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს

24 ოქტომბერი, 2022

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ იმსჯელეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა გადააჭარბა ნახევარ მილიარდ ლარს, 5.2%-ით გაიზარდა და 507 300 000 ლარს შეადგენს.
2023 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება, გაიზრდება სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლებისა და სტაჟირების დაფინანსება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება უნივერსიტეტების დაფინანსება, დაიწყება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც. 
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც იზრდება შესაბამისი პროგრამები. იზრდება როგორც დაფინანსება უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებების, ასევე ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ვზრდით დაფინანსებას საზღვარგარეთ როგორც სწავლის, ასევე პრაქტიკის მიმართულებით. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ ინტენსიურ სასწავლო-მოსამზადებელ კურსებს როგორც ხულოს რაიონში, ასევე შუახევის რაიონში, სადაც ყველა აბიტურიენტს მიეცემა საშუალება მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის კუთხით, მომავალ წელს განისაზღვრება 25 მილიონი ლარით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 
2023 წელს, 200-მდე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსებით ისარგებლებს. 100 სტუდენტს კი სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ დაუფინანსდება.
2023 წლის აჭარის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებების განხილვისას აღინიშნა, რომ კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ბიუჯეტი იზრდება 40%-ით და შეადგენს 25 500 000 ლარს. შესაბამისად, გაძლიერდება ხელოვანების მხარდამჭერი პროგრამები; მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში; გაორმაგდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის დაფინანსება.
„იზრდება კულტურის სფეროს და კულტურის შესაბამისი მუშაკების და პროგრამების დაფინანსება. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის მოვლის, შენახვის და რეაბილიტაციის მიზნით გაორმაგდება ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამები განხორციელდება“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
2023 წელს აჭარაში სპორტის დაფინანსება მილიონი ლარით იზრდება. ასევე, იზრდება მასობრივი სპორტის დაფინანსება; იზრდება ფედერაციების დაფინანსებაც. 
„იზრდება დაფინანსება სპორტის მიმართულებით. თითოეულ ფედერაციაზე დაფინანსება გაიზარდა 10 ათას ლარზე მეტით. ასევე გაიზრდება შესაბამისი მხარდაჭერა პრიზიორების, როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების და მათ ერთჯერად პრიზებთან ერთად დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები