აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სოფელ ერგეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

29 სექტემბერი, 2022

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ბაშკო-ეკალაური-ლორთქიფანიძეების საავტომობილო გზის 1, 8 კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტებით ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.
ამ ეტაპზე პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ქვედა და ზედა ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონის, სანიაღვრე არხების, მილების და რკინა- ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 928 988 ლარს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან და ხელვაჩაურის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები