აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშოლოვანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

23 სექტემბერი, 2022

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშოლოვანში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. 
ვაშლოვანი-შურმულის საავტომობილო გზის 2,8 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა. 
პროექტის მიხედვით მიმდინარეობს ბეტონის სანიაღვრე არხების, მილების, ქვედა და ზედა საყრდენი კედლების და დამცავი ზღუდარების მოწყობის სამუშაოები.
ასფალტობეტონის დაგების შემდეგ მოხდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. 
პროექტი დასრულდება 2023 წელს.
აღნიშნული გზა უკავშირდება 3 ადმინისტრაციულ ერთეულეს. რეაბილიტირებული გზით კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას 350 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან მამუკა თურმანიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები