რუბრიკა „მეტყველი სახეები“
11 ოქტომბერი, 2022
„მეტყველი სახეები“
მასტერსის „სფუნ
რივერის ანთოლოგიაშია“ ერთი ლექსი პირველმოსახლე
ამერიკელების სურათებზე, მათ განსაკუთრებულ სახეებზე:
„ რაზერფორდ მაქდაუელი
მე მომიტანეს ძველ კოლონისტთა ამბროტიპები
გასადიდებლად.
ჩემს კამერის წინ აღმოჩნდებოდნენ ზოგჯერ ისინი,
რომელნიც ჯერაც ცოცხლობდნენ მაშინ,
როცა სამყაროს წიაღიდან გიგანტი ხელი
ჩვენს რესპუბლიკას ფლეთდა.
ეს რა მოსჩანდა იმათ თვალებში?
მე ვერასოდეს ვერ შევძელი რომ ჩავწვდომოდი
ჩამოშვებული ქუთუთოების იდუმალ პათოსს
და წარბშეუხრელ მწუხარებას მათი თვალების.
ის ჰგავდა გუბეს
ტყის კიდურზე მუხნარებს შორის,
სადაც ფოთლები ეფინებიან
და სადაც ისმის მამლის ყივილი
ფერმიდან შორით მდგარი სახლიდან, სიახლოვეს სამაროვნების,
სადაც მესამე თაობა ცხოვრობს,
და ჯანმაგარი კაცნი თუ ქალნი სადაც ჩაბარდნენ უკვე წარსულს და დავიწყებას.
შვილიშვილნი და შვილთაშვილნი კი
იმ კოლონისტთა?!
იმათი სახეც ჭეშმარიტად აღიბეჭდა ჩემმა კამერამ,
იმათი სახეც, ასე რიგად მოხუცი და ძალაგაცლილი,
ასე მოხუცი, რწმენაგაცლილი,
ასე მოხუცი, სასიცოცხლო ნებაგაცლილი,
ასე მოხუცი ვაჟკაცობა გამოლეული, -
იმ ყველაფრისგან გამოცლილი რაც ასულდგმულებს
გარჯას, სიმღერას, ტანჯვას, სიყვარულს
ამ მზისქვეშეთში!“
სწორედ ეს ლექსი გამახსენა ამ დღეებში ჩვენი არქივისტების, ნინოსა და მზიას მიერ მოძიებულმა
დოკუმენტებმა. (ფონდი რ-77; ანაწერი-1; საქმე- 44 ) ბუნებრივია ძალიან
დამაინტერესა ასი წლის წინანდელმა მასალებმა, სადაც აღბეჭდილია ჩვენი
წინაპრების სახეები და მათი ცხოვრების
საკმაოდ ლაკონურად ამსახველი ანკეტები. განსაკუთრებული ღირებულება ჩვენის აზრით აქვს ამ ანკეტებში შემორჩენილ, სპეციალურად ამ
დოკუმენტებისთვის გადაღებულ სურათებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ ასეთი რუბრიკის
წამოწყება ჩვენს ვებგვერდზე- „მეტყველი სახეები“. დიდი ილიას სიტყვების გახსენებაზე, ქართლის ცხოვრება მეფეთა
ცხოვრებააო რომ ამბობდა დამწუხრებული, კიდევ უფრო მეტად მოგვაწვა სურვილი, არ
ჩაიკარგოს დავიწყების მოუსავლეთში უბრალო ადამიანები თავიანთი საინტერესო და ოჯახსა თუ სახელმწიფოზე თავგადაყოლილი
ერთგულებით; სურვილი წარმოვაჩინოთ ჩვენს საცავებში დავანებული მივიწყებული ადამიანები, ვინაც დოვლათსაც
ქმნიდა და ისტორიის ნაწილნიც არიან უკვე
ცხოვრებისა და თავგადასავლების ამ პატარა ანასხლეტებით.
სათნო მოხუცი
რუბრიკით „მეტყველი
სახეები“ დღეს შემოგთავაზებთ
ქობელეთის მკვიდრის სულეიმან შაქარიშვილის 1925 წელს გადაღებულ ფოტოსურათს. ის
მაშინ 85 წლის გახლდათ ( 1840 წელს დაბადებული ! ), თითქოს მთელი რომანის ამოკითხვაა შესაძლებელი მის სახეზე,
არაფერი რომ არ ვთქვათ იმ ანკეტაზე, მინიმალისტური ნოველა რომ გამოდის ლამის. სურათზე
ტიპიური ქართველი მშრომელი კაცის სახეა, თოვლის ბაბუას რომ ვეძახდით ბავშვობაში. ბუნებრივია
სურათთან ერთად დოკუმენტსაც გთავაზობთ, რომელიც უაღრესად საინტერესო შტრიხებს
წარმოაჩენს ერთი ქართველი კაცის ცხოვრების ერთ ეპიზოდზე, რომლის განზოგადებაც
თავისუფლად შეიძლება იმ პერიოდის ადამიანების ერთი ნაწილის ყოფა-ცხოვრების
ამსახველ ისტორიად :
საანკეტო მონაცემები:
მოწმობა N 2822
|
|
სახელი და გვარი
|
სულეიმან შაქარიშვილი
|
მამის სახელი
|
თანთო
|
წლოვანება
|
85
|
სიმაღლე
|
საშუალო
|
თმა
|
თეთრი
|
წვერი
|
ეროვნება
|
ქართველი
|
ქვეშევრდომობა
|
საქართველოს რესპუბლიკა
|
თვალები
|
შავი
|
განსაკუთრებული ნიშნები
|
არა აქვს
|
საით მიემგზავრება
|
არდაგანის მთაზე
|
მიაქვს
სურსათ სანოვაგე
|
ü სიმინდი
ü შაქაარი
ü ბრინჯი
ü მარილი
ü პურისფქვილი
ü ნავთი
ü საპონი
ü ოჯახის ნივთი
|
მიყავს
საქონელი
|
Ø
ხარები
Ø
უშობლები
Ø
ზაქები
Ø
კამეჩები
Ø
ძროხები
Ø
ცხვრები
Ø
თხა
Ø
ხბოები
Ø ვირები
|
მცხოვრები
სოფელ კვირიკის. მაზრისა ქობულეთი.
|
ნებადართულია
საზღვარგარეთ გასვლისა. არდაგანის მთაზე. ამა მოწმობას ძალა აქვს საზაფხულო
სეზონის განმავლობაში 1925 წლისა.
|
უბრალო
ადამიანური ამბების გარდა, რამდენი
ისტორიული რამ შეიძლება ამოიკითხო ამ პატარა ანკეტაში, ჩვენი ბედკრული ისტორიიდან:
1921 წლის რუსული ოკუპაციის „დამსახურებით“ როგორ აღმოჩნდა ქართული საძოვრები საქართველოს საზღვრების მიღმა, თითქოს ჩვენს თვალწინ ავლებენ მავთულხლართებს, ოღონდ არა მარტო
ახლა,- უხსოვარი დროიდან მოყოლებული მოაქჟამამდე, როგორ უხდება ქართველ კაცს
„ვიზა“ აიღოს რომ ყოფილ საძოვრებზე საქონელი
გადადენოს... იმედია, საბჭოთა რეპრესიებმა შუაზაფხულშივე
არ მოუსწრო ქრთველ მემთეურს და უკანაც მშვიდობიანად გამობრუნდა.
ფრიდონ
ქარდავა, საარქივო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
დოკუმენტებზე
იმუშავეს და შეარჩიეს საარქივო სამმართველოს უფროსმა სპეციალისტებმა;
ნინო გოგიტიძემ
და მზია
სურმანიძემ.
იხილეთ გალერეა