აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

10 ოქტომბერი, 2022

თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMC, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, სამინისტოს ,,ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის  პროგრამისშესახებ მოხსენებით წარსდგა.

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა 2017 წელს დანერგა და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა მხოლოდ აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს. მიმდინარე  წელს გაიზარდა პროგრამის დაფინანსება, ბიუჯეტი 730 750 ლარს შეადგენს და სერვისით 50 ბენეფიციარი სარგებლობს“ - აღნიშნა სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმულები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს. პროგრამით გათვალისწინებულია 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სადღეღამისო მომსახურება სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა, ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა და სხვა სამედიცინო სერვისები საჭიროების შემთხვევაში. პროგრამის განმახორციელებელი ბათუმის სამედიცინო ცენტრია. სამინისტრო ასევე ახორციელებსფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფისპროგრამას, რომლის ფარგლებში 24 საათიანი სერვისი მიეწოდება 72 ბენეფიციარს.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტის წევრებმა მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება ცნობად მიიღეს

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მსოფლიო დღის მიმდინარე წლის თემაა - „ვაქციოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად“. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები