აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის მუნიციპალიტეტებს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო 5 ახალი ტექნიკა გადაეცა

21 სექტემბერი, 2022

აჭარის მუნიციპალიტეტებს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო 5 ახალი ტექნიკა გადაეცა. 
სპეც. ტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვება. 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. 
აჭარის გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ, მთავრობის წევრებს, ზამთრის სეზონისთვის მზადების სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა. 
მთავრობის წევრები თოვლისა და მეწყრული პროცესებისთვის საჭირო ახალი ტექნიკის მუშაობას ადგილზე გაეცნენ. 
5 ახალი ტექნიკის შეძენისთვის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 1 042 530 ლარი დაიხარჯა.  
აჭარის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოებს, დღეისათვის გზების დეპარტამენტის 80 სპეც. ტექნიკა ასრულებს.  
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, წელს, დამატებით 5 ახალი ტექნიკის შეძენაა დაგეგმილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები