დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2022-2023 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია წარადგინა
14 სექტემბერი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2022-2023 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია წარადგინა.
2022 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის პროგრამა 53 792 069 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს გზების რეაბილიტაციისთვის - 21 833 818 ლარი დაიხარჯება; ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა - რეაბილიტაციისათვის - 11 932 620 ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის - 20 025 631 ლარი.
2023 წელს 2022 წელთან შედარებით პროგრამის ბიუჯეტი 4 244 931 ლარით იზრდება და 58 037 000 ლარს შეადგენს.
იხილეთ გალერეა