აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

26 აგვისტო, 2022

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
სოფელ ქაქუთში სახელმწიფო გზა-მეფრინველეობა-ფერმის გზა 2,120 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა, ბეტონის სანიაღვრე არხები, ქვედა და ზედა საყრდენი კედლები, გაბიონები და ლითონის მილები.
ხელოვნური ნაგებობების მოწყობის შემდეგ მოხდება ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება და სავალი ნაწილის ორივე მხარეს ჰორიზონტალური მონიშვნა.
სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს  700 000 ლარს.
რეაბილიტირებული გზით კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას 50 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ზოიძესთან ერთად გაეცნო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები