აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

30 აგვისტო, 2022

მინისტრი ზაზა შავაძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენელს საქართველოში - დემნა ძირკვაძეს შეხვდა.

USDA საქართველოში ახორციელებს მრავალწლიან პროგრამას სოფლის მეურნეობის ექსტენციის სერვისების გაუმჯობესების, ეკონომიკური ზრდის გაძლიერების და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თანამშრომლობაზე დაფუძნებული მდგრადი საგანმანათლებლო ინსტიტუციონალური მოდელის შექმნის იდეა სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროგრამისთვის, რომელიც შემდეგ გავრცელდება სხვა რეგიონებში ექსტენციის განათლების სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი უჩა სურმანიძე და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58