აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი აღდგენა-განახლების სამუშაოებს გაეცნო მინისტრი

29 აგვისტო, 2022

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, აჭარის სატყეო სააგენტოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული დეგრადირებული ტყეების ბუნებრივი აღდგენა-განახლების სამუშაოებს გაეცნო.

პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები 100 ჰა- ფართობზე მიმდინარეობს, აიჩიჩქნა მიმდებარე ტერიტორია, შეიღობა აკაციის ბოძებით და ეკლიანი მავთულით. განთავსდა ბანერი და რკინის ჭიშკარი.

პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და ამ დროისათვის 950 ჰა-ზე მეტი დეგრადირებული ფართობია აღდგენილი. პროგრამის მიზანია, ტყის დეგრადაციის შეჩერება, ბუნებრივი და ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან დაცვა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

მინისტრმა ასევე მთა ჩირუხში მეტყევის სახლი დაათვალიერა. მეტყევის სახლი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქვეპროგრამის ,,სატყეო სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართვა''- ფარგლებში აშენდა.

მეტყევის სახლის ძირითადი დანიშნულებაა ტყის რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დროული ხელშეწყობა, დასახლებული პუნქტებიდან დაშორებულ უბნებში. განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. ასევე ტყის უკანონო სარგებლობისაგან პრევენცია.

ღონისძიებებს ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სსიპ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58