აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ლაბორატორიაში ტყის სანიტარულ მდგომარეობას და სატაქსაციო მაჩვენებელებს გაეცნო

29 აგვისტო, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, შუახევის სატყეო ადმინისტრაციის ლაბორატორიაში ტყის სანიტარულ მდგომარეობას და სატაქსაციო მაჩვენებელებს გაეცნო.

ლაბორატორიაში მეტყევე სპეციალისტების მიერ შეისწავლება ტყის შემქმნელი მერქნიანი სახეობების სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ამ მიზნით ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი, რომელიც დაავადებულია პათოგენური სოკო Cryphonectria parasitica-ს მიერ, გაჯანსაღების მიზნით გამოჰყავთ ჰიპოვირულენტური შტამი, გადააქვთ საველე პირობებში და ახდენენ დაავადებული წაბლის ქერქში შტამის ინოკულაციას.

ლაბორატორიაში ასევე მიმდინარეობს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა, ცოცხალი და არაცოცხალი ორგანიზმების პათოლოგიური კვლევები, სასარგებლო ენტომოფაგი მწერების გამოყვანა და ბუნებაში ჩასახლება მავნე მწერების განადგურების მიზნით.

ლაბორატორიაში მინისტრთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და სსიპ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58