აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორობა“

28 აგვისტო, 2022

მაღალმთიან აჭარაში ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორობა“ გაიმართა და ტურისტული თავშესაფრები ოფიციალურად გაიხსნა.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ფესტივალი ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციებისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო. მოსასვენებელი სივრცეები აჭარაში ყველაზე გრძელ ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს.

ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და დაბიდან 40 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები