აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ონლაინ საკვირაო სკოლა

04 აგვისტო, 2022

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედებდა ონლაინ საკვირაო სკოლა, რომელშიც ჩართული იყო 80 მოსწავლე.
საკვირაო სკოლის დასრულების შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეში საზაფხულო ბანაკი მოეწყო, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, მათ შორისაა საბუნებისმეტყველო STEM კლუბის „ჩხირკედელას“ მასტერკლასები, ექსკურსიები და სხვა საგანმანათლებლო, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. 
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს. დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და სპორტული აქტივობები თავადაც გამართეს.
ბანაკის დასკვნით ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია  ესწრებოდნენ.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა აღნიშნული  აქტივობების დროს გადაღებული
ვიდეორგოლები და სხვა ნამუშევრები წარმოადგინეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები