მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს უმასპინძლა
26 ივლისი, 2022
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს და საელჩოს გრანტების მენეჯერს ანა ხარიბეგაშვილს უმასპინძლა. ვიზიტისას მინისტრმა სტუმრებს უწყების პრიორიტეტული სფეროები გააცნო.
თავის მხვრივ საელჩოს წარმომადგენლებმა მინისტრს ამერიკის საელჩოს საგრანტო შესაძლებლობები: კულტურის, ელჩის პროგრამის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამები გააცნეს.
მინისტრი და საელჩოს წარმომამდგენლები სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
იხილეთ გალერეა