აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სეზონური სკოლა გაიხსნა

26 ივლისი, 2022

დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სეზონური სკოლა - „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“ გაიხსნა. სეზონური სკოლის მონაწილეები ექვსი დღის განმავლობაში გაეცნობიან კომუნიკაციის ფორმებსა და კომუნიკაციის წარმართვის ენობრივ საშუალებებს, ქართული პოლიტიკური გამოსვლების არქიტექტონიკას, მანიპულაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ საშუალებებს, პოლიტიკური მეტყველების კულტურასა და პოლიტკორექტულობის არსს.
სეზონური სკოლა აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ტარდება სსიპ ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ექვსდღიანი ,,ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“. ლიტერატურის კრიტიკოსებმა და მწერლებმა სეზონური სკოლის ფარგლებში ჩაატარეს ლექციები და სემინარები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები