აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი

23 ივლისი, 2022

23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს.
დღეს, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად დაესწრო.
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, მეცხრედ მართავს  «ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს», რომელსაც უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. 
„ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. სწორედ ამ ფესტივალის დიდი დამსახურებაა, რომ 2021 წელს ბათუმი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვდა. 
ფესტივალის დამაარსებლის, სამხატვრო ხელმძღვანელის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის - ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გახსნითი კონცერტი არის საქველმოქმედო და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს. 
ფესტივალი აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და მეთოდოლოგის, პროფესორ მიშელ სონის საერთაშორისო ფონდთან SOS Talents Foundation. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 50-მდე ქართველი ნორჩი ტალანტი ჩაერთო მაესტრო მიშელ სონის ინოვაციურ საფორტეპიანო  მეთოდიკის პროგრამაში. 
ასევე, ფესტივალის ფარგლებში აღინიშნება ჩვენს მნიშნველოვან პარტნიორ ქვეყნებთან: საფრანგეთთან, იტალიასთან,  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საბერძნეთთან, იაპონიასთან ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები