აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის ქობულეთში მიწის ფართი გადაეცა

28 ივლისი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობის განხორციელების მიზნით, ქობულეთში 1500 კვ მიწის ფართი გადასცა. ახალი ცენტრი დამატებით 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.

„როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მცხოვრებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ჩვენ ორი წლის წინ ფონდ „იალქანს“ გადავეცით ფართი, რომლის საფუძველზეც მოეწყო დღის ცენტრი, რომლითაც 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით, ქობულეთში ფონდს გამოვუყოთ მიწის ნაკვეთი, სადაც მოეწყობა ახალი 24 საათიანი ცენტრი და მოემსახურება 30-ზე მეტ ბავშვს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები