აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები ტურიზმის კუთხით იმერეთის გამოცდილებას გაეცნენ

15 ივლისი, 2022

აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები იმერეთის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების პარალელურად სასწავლო ტურის მონაწილეები იმერეთის ძირითად ტურისტულ ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს სტუმრობდნენ, სადაც მათ იმერული სამზარეულოს გამორჩეული კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და დმო იმერეთის ორგანიზებით გაიმართა. რამდენიმედღიანი ინტენსიური ტრენინგების მიზანი აჭარის საოჯახო-სასტუმროების წარმომადგენლებისთვის იმერეთის წარმატებული ტურისტული მაგალითების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება იყო.

ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 100-მდე გიდის, საოჯახო-სასტუმრო სახლისა და მარნის მეპატრონის გადამზადება შეძლო. გამოცდილების გაზიარების მიზნით მათი ნაწილი  კახეთს, ნაწილი კი იმერეთს სტუმრობდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები