აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა

09 ივლისი, 2022


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ გაიმართა.
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2022-2023 წლებში ევროკომისიასთან ერთად იქნება შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს რეაგირება მოახდინონ შავ ზღვასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე.
ფართომასშტაბიანი ღონისძიება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე“ გაიხსნა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართლის და სხვა მიმართულებით.
კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი, სადაც 30-ზე მეტ პავილიონში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ, წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო პროექტების შედეგები, ზღვის თემაზე შესრულებული მოსწავლეთა ნახატები, ასევე მოზარდებზე გათვლილი სახალისო შემეცნებითი აქტივობები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები