აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბსუ- ში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

05 ივლისი, 2022

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით მასწავლებლები გადამზადდნენ.
აღნიშნული პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ  ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
2022 წლის 5 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამმხრივი პროექტის - „გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების  უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის“ (2021-2022) - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს ესტონური გამოცდილების საფუძველზე მიღებული შედეგების ამსახველი და დაგეგმილი აქტივობების მიმართულებით მომზადებული პრეზენტაციები.
აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა ესტონური გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბავშვების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის, სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით. პროექტის ფარგლებში გადამზადდა პროექტში ჩართული 100 სკოლის დირექტორი და დაწყებითი კლასების პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 30  - აჭარიდან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტი ესტონეთის ქ. ტალინში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და დაწყებითი კლასის მასწავლებლები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები