აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბსუ-ს 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა

29 ივნისი, 2022

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა.
დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სფეროში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. 2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით,  2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებით 2018-2022 წლებში სწავლა დაუფინანსდა  5000 ზე მეტ სტუდენტს.
სტუდენტებთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები