აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ხიხანის ციხეზე ასავლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო

05 ივლისი, 2022

ხიხანი ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დაიწყო. ერთკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის ძირითადი ნაწილი გაფართოებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და მომზადება მოაჯირების, კიბეებისა და მოსასვენებელი ადგილების მონტაჟისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დაიწყო, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშატით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელზეც პროექტის მიხედვით ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.

წელს, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ციხის დალაშქვრა შეიზღუდება, თუმცა 2023 წლიდან განახლებული ბილიკით ხიხანის ციხე ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც  მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხიხაძირის ხეობაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები