ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სხვადასხვა მიმართულებებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
01 ივლისი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელვაჩაურის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სხვადასხვა მიმართულებებზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ბეტონის საფარის დაგება უახლოეს დღეებში დაიწყება.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როლანდ ბოლქვაძე ადგილზევე გაეცნო.
იხილეთ გალერეა