აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა

28 ივნისი, 2022

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის მიმდინარე სეზონი შეაფასა, ტურიზმის აღდგენისა და განვითარების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

,,დღეის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87% - იანი აღდგენა რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. ყოველდღიურად იზრდება აეროპორტების დატვირთვა, ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ბათუმის აეროპორტში ყოველთვიურად, 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება. ამ ფონზე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომაზე მთავრობის მეთაურმა 2022 წლის კორექტირებულ ბიუჯეტსა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 6,2 %-ით გაიზარდა და 482 მლნ ლარს აღემატება.

,,ბიუჯეტი გაზრდილია 6%-ით და ის შეადგენს 482 მლნ ლარს. ამ ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდება. მინდა გამოვყო ბათუმის ნაწილში გაზრდილი სატრანსფერო დაფინანსება, რაც გულისხმობს, რომ წლის ბოლომდე, ჩვენ სრულად განვაახლებთ ავტობუსების პარკს ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადავცემთ დამატებით ავტობუსებს“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში მწვავედ დგას ავარიული სახლების საკითხი. გამომდინარე აქედან, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბათუმის მერიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.

,,ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღემდე რჩება ავარიული სახლები. ჩვენ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებებით, კიდევ უფრო აქტიურად უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი, რაც გულისხმობს ავარიული სახლების ჩანაცვლებას ბათუმის მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის ბულვარს პირველად მისი არსებობის ისტორიაში ექნება განაშენიანების და კონსერვაციის გეგმა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტის ფარგლებში გაზრდილი დაფინანსება განათლების და ჯანდაცვის სექტორში.

 ,,ბათუმისთვის და აჭარისთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო სივრცეები. ბათუმში დავიწყეთ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა თავდადებულის ქუჩაზე, სადაც 1000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცემა საშუალება ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ისწავლონ. მალე დავიწყებთ მე-16 სკოლის მშენებლობას. იქაც დაგვემატება 1500-ზე მეტი ადგილი. ასევე, ხულოში, ვაშლოვანში ძალიან მალე დაიწყება 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, სადაც 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. გავზარდეთ დაფინანსება ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულებით, ასევე მოქალაქეების თხოვნა გავითვალისწინეთ და დღეს უკვე წარმოდგენილია კრიტერიუმები უშვილობის დიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის მიმართულებით. წელს მხოლოდ, ამ მიმართულებით ნახევარ მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა ,,ოცნების ქალაქის" პროექტის დაგეგმილი ვადებში განხორციელებაზე. მისი თქმით, დამტკიცებულია დანაწილების კრიტერიუმები პირველ ფაზასთან დაკავშირებით და ბიუჯეტში გაზრდილია დაფინანსება მე-2 ფაზის მიმართულებით და რეგიონისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური გამოწვევა ოცნების ქალაქი, ბოლომდე იქნება მიყვანილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58