ყაზახეთში აჭარის შესახებ სიუჟეტებსა და ბლოგებს გაეცნობიან
24 ივნისი, 2022
ყაზახეთის
წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები და ინფლუენსერები აჭარის ტურისტული პროდუქტების
შესახებ მასალებს ამზადებენ. Forbes-ის,
Selfie Travel-ის,
Tv31 -ის წარმომადგენლებმა ბლოგერებთან ერთად უკვე
მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი,
პეტრას ციხე, არქეოლოგიური და ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმები. მათი ყურადღების
ცენტრში მოექცა აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასიც. აჭარის ტურიზმის
დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის მონაწილეები რეგიონში ყოფნისას მტირალას
ეროვნული პარკის დალაშქვრას, გონიოს ციხის, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაოებების
მონახულებას, ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას გეგმავენ.
საერთაშორისო და შიდა მედიაში აჭარის
შესახებ სტატიების, რეპორტაჟებისა და გადაცემების მომზადების მიზნით, ასევე
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარას მედიისა და ტურისტული კომპანიების 259 წარმომადგენელი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის
დეპარტამენტი რეგიონში პრეს-ინფო ტურების მოწყობას წლის ბოლომდე გააგრძელებს.
იხილეთ გალერეა