აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

24 ივნისი, 2022

ზაზა შავაძე- სამინისტროს ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა. აღნიშნული მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე მოადგილესთან ერთად, მეფუტკრე ფერმერებს და ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების და მხარდამჭერი აქტივობების შედეგებზე, თაფლის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„სამინისტროსთვის მეფუტკრეობის განვითარება და ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ დარგში არსებული ყველა გამოწვევა, ვიმსჯელოთ მათი გადაჭრის გზებზე, შევაფასოთ სექტორის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგები. იმისთვის რომ დარგი იყოს განვითარებული, თანამედროვე და წარმატებული საჭიროა განისაზღვროს ჩვენი რეალური შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები.’’- განაცხადა შეხვედრისას მინისტრმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58