აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შვეიცარია-საქართველოს და ავსტრია-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა

23 ივნისი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ, ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპურ ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც შვეიცარია-საქართველოს და ავსტრია-საქართველოს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა.

როგორც შეხვედრისას მინისტრმა აღნიშნა, სოფლად მოსახლეობისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, სოფლად ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა შვეიცარიისა და ავსტრიის აჭარის რეგიონთან ურთიერთობის სტრატეგიული ჩარჩოს მთავარი მიზანია. გვჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენს რეგიონში მეტი გამოცდილება და სიახლე დაინერგება, რაც შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს’’.

აჭარის რეგიონში სოფლის მეურნეობის დარგის, მეცხოველეობის მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, მადლობის სიგელით შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი დააჯილდოვა.

ჰაიდი გრაუმ, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ხაზი გაუსვა პროგრამის მიღწევებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების და შემოსავლის წყაროს შექმნის, განსაკუთრებით, ჯარას თაფლის წარმოების მხარდაჭერის მიმართებით. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შვეიცარია, ავსტრიასა და შვედეთთან ერთად, კავკასიის ალიანსების პროგრამის ახალი ფაზის მხარდამჭერია. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 6.5 მილიონ აშშ დოლარია. პროგრამა დაეხმარება მეფუტკრეობის, რძისა და ხორცის, ველური მცენარეებისა და აბრეშუმის, ასევე გოდერძის ალპური ბაღის განვითარებას, მთიან რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და კაცების სასარგებლოდ“.

დელეგაციის წევრებმა და მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავამ დაათვალიერეს ქედის მუნიციპალიტეტში თაფლის გადამამუშავებელი საწარმო „კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა“, რომელიც მაღალი ხარისხის ბრენდირებულ თაფლს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებისთვის აწარმოებს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58