აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჭოროხის გზის და ახალშენის მიმართულებით ტენდერის მოსამზადებელი პროცედურები დაიწყო

22 ივნისი, 2022

აღნიშნულ მონაკვეთებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. საავტომობილო გზის - ჭოროხის გზა (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი, 5,7 კმ) 3,5 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, სადაც დაიგო ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ხოლო დარჩენილ 2,2 კმ. მონაკვეთზე მიმდინარეობდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების წარმოებას. 
დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები დასრულებულია და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გეგმავს, როგორც დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაციის, ასევე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადებას. 
პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება. ასევე. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გოროდოკი-ახალშენი-ზედაწინსვლის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობისათვის უახლოეს დღეებში გამოაცხადებს ტენდერს.
მზად არის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. მიმდინარე წელს ჭოროხის გზაზე შესრულდება 1 500 000 ლარის, ხოლო გოროდოკი-ახალშენი-ზედაწინსვლის ​გზაზე 1 000 000 ლარის სამუშაოები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები