მინისტრმა მოცვის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერა
21 ივნისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ქვეპროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფერმერ ეკა კომახიძესთან 1- ჰა ფართობზე მოცვის ბაღი მოეწყო.
მოცვის ბაღის გაშენების პროცესს, აჭარის სოფლის მეუნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მინისტრის მოადგილესთან და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად დაესწრო.
მიმდინარე წელს, ქვეპროგრმის ფარგლებში სულ რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 13.8 -ჰა ფართობზე მოცვის ბაღის გაშენება.
იხილეთ გალერეა