ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს მინისტრმა ახალი დირექტორი წარუდგინა
20 ივნისი, 2022
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორად რაულ თავართქილაძე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარუდგინა.
რაულ თავართქილაძე პროფესიით იურისტია. მას სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მინისტრმა თანამშრომლებთან წარდგენის დროს ხაზი გაუსვა რაულ თავართქილაძის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
იხილეთ გალერეა