აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მთავრობის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოცვის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა

18 ივნისი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი -,,საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. აქედან გამომდინარე 2022 წელს აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ფერმერებზე 80% -იანი დაფინანსებით კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენებას, აჭარაში მოხდება არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას, გაიზრდება ექსპორტი, გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა''.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.

ფერმერი წელს 20 ტონა მოცვს ელოდება. მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი.

2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება, ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58