აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციაურად გაიხსნა

16 ივნისი, 2022

ულამაზესი „ზაფხულის ფესტივალი“-თ გაიხსნა აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელსაც უამრავი ბათუმელი და ქალაქის სტუმარი დაესწრო. ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ საფესტივალე ტერიტორიაზე სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ. გალაკონცერტში  მონაწილეობას ისეთი პოპულარული ბენდები ღებულობდნენ, როგორებიცაა „მგზავრები“, „თამადა“, KILLAGES, „ასეა სულ“, See Side და BSU Techno Band Offside. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა 20:00 საათზე დაიწყო და ღამის 3 საათამდე DJ გაბუნიას, DJ გურულისა და  DJ ჩიკის პროგრამით დასრულდა. დღის განმავლობაში საზაფხულო თეატრსა და ზღვის სანაპიროზე ფრანების შოუ და სხვადასხვა მუსიკალურ-გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.

უამრავი სიახლით ხვდება ზაფხულს აჭარა, სადაც ტურისტებს საზღვაო ტურისტულ პროდუქტებთან ერთად მთაში მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები, პროდუქტები და სერვისები ელოდებათ. მათ შორისაა კაპნისთავი და უჩხო კანიონები, სადაც თავგადასავლების მოყვარულებს კასკადოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვება შეუძლიათ. ასევე ფუნქციონირებს საპიკნიკე ზონები და ტურისტული თავშესაფრები ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში, 6 კილომეტრიანი ექსტრემალური ველომარშრუტი ქედა-შუახევში და 20-მდე სხვადასხვა შინაარსის ტურისტული ბილიკი მთიან აჭარაში. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები