აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ეკო-კორიდორების პროგრამის რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

15 ივნისი, 2022

თბილისში, ეკო-კორიდორების პროგრამის (ECF II) რეგიონული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე დაესწრო.

პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივ თემების უშუალო ჩართულობითა და სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ წულაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58