აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრმა ციტრუსისა და ხეხილოვანი კულტურების სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

13 ივნისი, 2022

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე მოადგილეებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში 65 ჯიშის ციტრუსი 11 ჰა ფართობზეა გაშენებული, რომელიც უცხოეთიდანაა შემოტანილი.

ასევე მინისტრმა მოინახულა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობა, სადაც 5 ჰა ფართობზე 32-მდე ქართული და უცხოური ვაზის ჯიშია გაშენებული. აქ წარმოებული სასუფრე ჯიშები ჩაანაცვლებს ყურძნის იმპორტს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სანერგე მეურნეობაში დაგეგმილია უძველესი ყურძნის ჯიშების გაშენება. მიმდინარე წელს აგროსერვისცენტრმა ადგილზე აწარმოა 28 000 ძირი სასუფრე და საღვინე ვაზის ნერგები რომლებიც მინიმალურ ფასად ფერმერებზე იქნება გაცემული.

ზაზა შავაძემ აგრეთვე დაათვალიერა ხეხილის სანერგე მეურნეობა და ღვინის სახლი, ღვინის სახლში განთავსებულია რეწვის ნიმუშები, საგამოფენო დარბაზი და ეთნოგრაფიული კუთხე. გარდა ამისა ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც აქვს. მასში მოქმედებს საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს, აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. აქვე ხდება ფერმერებისა და მეწარმეების სწავლება კონსულტირება ღვინის დაყენების ტექნოლიაში. გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო კუთხე, სადაც ქართული პროდუქციაა გამოფენილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58