აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრის მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა

25 მაისი, 2022

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებს მინისტრის ახალი მოადგილე წარუდგინა.

დღეიდან, ედუარდ ნაკაშიძე მინისტრის მოადგილის რანგში, ეკომიგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს. მას საჯარო სამსახურში საქმიანობის 19 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში დასაქმებული იყო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო ბოლო პერიოდში საქმიანობდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილების უფროსად. ედუარდ ნაკაშიძე აქტიურად იყო ჩათული ე.წ. ,,ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი სპეციალური კომისიის მუშაობაში.

დღეიდან ასევე, მინისტრის პირველი მოადგილის პორფელიო, მარი ზანაქიძემ ჩაიბარა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები