აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ნინო ნიჟარაძესა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ, ღასან ხალილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

02 ივნისი, 2022

სამიზნე ჯგუფში ტყვიის ექსპოზიციის კვლევასთან დაკავშირებით აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ნინო ნიჟარაძესა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ, ღასან ხალილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტყვიის კვლევისა და პრევენციის სახელმწიფო პროგრამები და შედეგები. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2020 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში კვლევა უტარდება ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულებს, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს და 8-14 წლის ბავშვებს. პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში სკრინინგი ჩაუტარდება 4500 ქალს და 3800 ბავშვს.

გასული 5 თვის განმავლობაში პროგრამით ისარგებლა 7 364-მა ბენეფიციარმა. გამოკვლეული ქალების 54%-ში გამოვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, ხოლო ბავშვების 39%-ში გამოვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ.

აჭარაში ასევე მიმდინარეობს აუზებში ტყვიის შესაძლო წყაროების კვლევა. პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ისრაელის საელჩოს მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები