აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტრენერთა ტრენინგი

03 ივნისი, 2022

გაეროს ბავშვთა ფონდსა და საექთნო ასოციაცია „ნუმანეს“ შორის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში ქ. ბათუმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს ექთან ტრენერების მომზადებას ეპიდემიური და პანდემიური ვირუსებისა და მათი საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხებში.

ტრენინგს უძღვებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი და ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრისა და „ნიუ ჰოსპიტალის“ ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურების ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგი ლევან ვაშაკიძე.

პროექტის ფარგლებში, მომზადებული ექთან ტრენერების მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა კლინიკებში დასაქმებულ ექთნებთან, რათა გაიზარდოს მათი როლი ვაქცინაციის კამპანიის წარმართვის პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აპრილი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები