აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
09 ივნისი, 2022
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მორიგ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სახელმწიფო გზა-უსტალიშვილები-წყავროკას გადასასვლელი 2,6 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა:
ბეტონის სანიაღვრე არხები;
ქვედა და ზედა საყრდენი კედლები;
გაბიონები;
ასევე აშენდება ერთი ახალი ხიდი;
ხელოვნური ნაგებობების მოწყობის შემდეგ მოხდება ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება.
ამ ეტაპზე ხორციელდება ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.
პროექტის დასრულების ვადაა მიმდინარე წლის სექტემბრის თვე.
აღნიშნული გზა უკავშირდება ლეღვასა და წყავროკას ადმინისტრაციულ ერთეულებს.
რეაბილიტირებული გზით კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას 80 ადგილობრივი ოჯახი შეძლებს.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა თურმანიძემ, მოადგილეებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან ზოიძესთან ერთად დაათვალიერა.
იხილეთ გალერეა