აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურსააგენტოები ლიეტუვადან და ესტონეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

02 ივნისი, 2022

ლატვიის შემდეგ ტურსააგენტოები აჭარას ესტონეთიდან და ლიეტუვადან სტუმრობენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მსხვილი სააგენტოების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ინფოტური ადგილობრივ სააგენტოებთან საქმიანი შეხვედრებით დაიწყო, სადაც ურთიერთთანამშრომლობისა და ქვეყნებს შორის ტურისტების გაცვლის საკითხები განიხილეს.

ბათუმისა და ქობულეთის სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ესტონელი და ლიეტუველი სტუმრები პეტრას ციხეს, ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ქედის ტურისტულ პროდუქტებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან. ინფოტურის მონაწილეები რეგიონში 5 ივნისამდე დარჩებიან.

ბალტისპირეთიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას ბალტიისპირეთიდან აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. წელს პირველად ფრენები ბათუმში დაიწყო ლატვიის დედაქალაქიდან. გარდა რიგისა, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები ისევ შესრულდება ტალინიდან და ლიეტუვადან, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები