სარფში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
01 ივნისი, 2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის "ზედა სარფი-კალენდერეს დასახლება" 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ახალი გზა ტურისტულ ობიექტს, ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა:
ბეტონის და პორტალური საყრდენი კედლები;
სანიაღვრე არხები;
მილები;
ზღუდარები.
პროექტი 1 600 000 ლარით ფინანსდება.
იხილეთ გალერეა