აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბალტიისპირეთში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება

28 მაისი, 2022

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოქვეყნდება. ესტონელმა, ლიეტუველმა და ლატვიელმა ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. მათ ობიექტივში ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და სხვა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოვდა. ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

ჟურნალისტების პარალელურად ლატვიიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი ტუროპერატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთანამშრომლობისა და ბათუმში ტურისტების შემოყვანის საკითხები განიხილეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო რიგადან, რასაც ზაფხულში ესტონეთისა და ლიეტუვას მიმართულებებიც დაემატება. ბათუმის მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები აჭარაში ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
311234567
32891011121314
3315161718192021
3422232425262728
352930311234
36567891011

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები